გახსოვთ “მთვრალი ალუბალი”? ეს ტკბილეული ყველას ძალიან უყვარს. დღეს კი გთავაზობთ “მთვრალი ქლიავის” ნამცხვრების რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 20 ც დიდი, მწიფე ქლიავი
- 500 გ უსაფუარო ფენოვანუ ცომი
- 100 მლ კონიაკი
- ყავისფერი შაქარი
- ერბო კარაქი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 100 გ შაქრის პუდრა ვანილით
- 1/2 კვერცხის ცილა
- 150 გ ნუში
მომზადება
1. მარციპანისთვის, ნუში გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ გაცრილ შაქრის პუდრას და კიდევ ერთხელ გაატარეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენთან ათქვეფილი კვერცხის ცილა და შეურიეთ იდეალურად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეახვიეთ მარციპანი საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 12-24 საათით. შემდეგ გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაყავით 20 თანაბარ ნაწილად, დაამრგვალეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.
2. შიგთავსისთვის ქლიავი მსუბუქად გაჭერით, კურკა რომ ამოიღოთ. თითოეულ ქლიავში ჩაასხით კონიაკი, ჩაალაგეთ თასში ისე, რომ კონიაკი არ გადმოიღვაროს, დაახურეთ საკვები ცელოფანი და შედგით ისიც მაცივარში 12 საათით.
3. ცომი დაყავით 20 ნაწილად, თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ, წაუსვით ერბო კარაქი და მოაყარეთ ყავისფერი შაქარი. ქლიავი გააშრეთ, დაჭერით 4 ნაწილად, თითოეულ ნაჭერში მოათავსეთ მარცეპანის ბურთულა. მოათავსეთ ქლიავი გაბრტყელებულ ცომზე და კარგად შეკარით.
4. წაუსვით თითოეულ ნამცხვარს ერბო, ზემოდან ჩახვრიტეთ ორთქლის გამოსასვლელად. გამოაცხვეთ 170°C-ზე ღუმელში, 12-15 წუთით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებთ.
გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.