“გასტრონომიამ” ადრე კრაკოვული “სირნიკი” წარმოგიდგინათ, დღეს კი გადავწყვიტეთ, უფრო დავხელოვნდეთ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ საუცხოო დესერტს ხაჭოთი, ხილით და სელის თესლით.
წარმოდგენილი შიგთავსი კარგად ეხამება ხაჭოს და მართლაც მეფურ დესერტად აქცევს. ჩიზქეიქს უკან იტოვებს და დიასახლისები შინაურ პირობებში მარტივად მოამზადებენ.
ინგრედიენტები
- 500 გრ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 130 გრ კარაქი
- 230 გრ შაქარი
- 1 ც ფორთოხალი
- 1 ც ვაშლი
- 50 გრ ქიშმიში
- 2 ს.კ. მანანის ბურღული
- გარგრის ჯემი გემოვნებით
- 1 მწ მარილი
- სელის თესლი გემოვნებით
- 3 ს.კ. რძე
- 3 ს.კ. კაკაო
- 5 გრ ვანილი
მომზადება
1. დაასხით ქიშმიშს მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წთ, შემდეგ დაწურეთ და გააშრეთ.
2. გათალეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად ვაშლი და ფორთოხალი, დაამატეთ ქიშმიში.
3. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა შედგით მაცივარში. შეურიეთ ხაჭო, 150 გრ შაქარი, ფორთოხლის ცედრა, 80 გრ მდნარი კარაქი და მანანის ბურღული.
4. ათქვიფეთ კვერცხის ცილა კარგად. ხაჭოს მასას დაუმატეთ ხილი, შემდეგ ცილა.
5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მანანის ბურღული, დაასხით ცომი, მოაყარეთ სელის თესლი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
6. მზა “სირნიკს” წაუსვით გარგრის ჯემი.
7. მოამზადეთ მინანქარი: დარჩენილი შაქარი, კაკაო და ვანილი მოურიეთ. ორთქლზე დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაამატეთ რძე და მშრალი ნაზავი. ურიეთ სანამ ბუშტუკები არ გაუჩნდება და მოხსენით ცეცხლიდან.
8. წაუსვით თბილი მინანქარი “სირნიკს” და შედგით მაცივარში სანამ მინანქარი არ გაშრება.
“სირნიკისთვის” შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საყვარელი ხილი და ჩირი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!