მეუღლე გიჟდება ფუნთუშებით საუზმობაზე – მთლი კვირის სამყოფ ცომს წინასწარ ვამზადებ

628

ცხელი ფუნთუშები საუზმეზე – განა ეს ფუფუნება არ არის? ყოველ დღე ცომის ხელახლა მომზადება ძალიან მოსაბეზრებელია. მითუმეტეს მაშინ, როცა საუზმე გვეჩქარება და სამსახურში გვაგვიანდება. მე ამ პრობლემის დამარცხებაში ეს რეცეპტი დამეხმარა. 1 კვირის სამყოფ ცომს წინასწარ ვამზადებ.

ამ ცომის რეცეპტი ბებიის კულინარიის წიგნში აღმოვაჩინე. უამრავ ვარიაცისაც მივაგენი და გავაუმჯობესე.

ინგრედიენტები

  • 650გ ფქვილი
  • 70გ ჯარაქი
  • 50გ მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 11გ საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი  მარილი
  • 50გ შაქარი

მომზადება

1.გააცხელეთ რძე და გაალღვეთ კარაქი. რძეს დაუმატეთ შაქარი, მარილი. დაელოდეთ შაქრის გალღობას.

2.ჩაასხით კარაქი და ზეთი, დაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და საფუარი. შეაერთეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები, მოზილეთ რბილი ცომი. როცა ცომი დაკარგავს წებოვნებას ეს იმას ნიშნავს, რომ მზად არის.

4.ცომი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე. დილით კი გამოაცხვეთ ფუნთუშები.

ცომს მე ვანაწევრებ და საყინულეში ვინახავ. წინა დღეს გადმომაქვს მაცივარში, დილით კი უსწრაფესად ვამზადებ საუზმეს.

დილით ფუნთუშებს ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი. თუ გეჩქარებათ ეს პუნქტი შეგიძლიათ გამოტოვოთ. ზოგადად იმისთვის, რომ ცხობილა მალე არ გაფუჭდეს ცომს ასვენებენ, მაგრამ თუ რამდენიმე ცალს ამზადებთ არ არის პრობლემა.

ეს რეცეპტი გამოგადგებათ ტკბილი და მარილიანი ცხობილას მოსამზადებლად. თუ ტკბილი ფუნთუშების მომზადება გინდათ, მაშინ დაუმატეთ 2 კოვზით მეტი შაქარი. მე დარიჩინს და ქიშმიშსაც ვუმატებ ხოლმე.

გემრიელად მიირთვით!