“მერცხლის ბუდე” ხახვით

1368

მარტივი, სწრაფი და გემრიელი “მერცხლის ბუდე” ფარშისგან გამოადგებათ დიასახლისებს, რომლებიც ძალიან ცოტა დროს ატარებენ სამზარეულოშ. კერძი გამოდის რბილი და საოცრად ნაზი.

ამ კერძის მოსამზადებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ფარში, ხოლო მწნილი კიტრიც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტით. კერძი გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით და ხახვით.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 3 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • ღორის ფარში 400გ
  • ნიორი 1 კბილი
  • მწნილი კიტრი 3 ცალი
  • ყველი 150გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ კატოფილი ქერქიანათ 10 წუთი. გაასუფთავეთ და დაჭერით 1სმ ნაჭრებად.

2.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით მრგვლად. დიდი ზომის ხახვის რგოლებს გამოვიყენებთ კერძის ფორმირებისთვის.

3.ბლენდერში დააქუცმაცეთ დარჩენილი ხახვი, დაუმატეთ ფარშს დაჭყლეტილ ნიორთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად, კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში.

4.გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით, მოათავსეთ კარტოფილი და ხახვის რგოლები. ზემოდან მოათავსეთ ფარში და ცენტრში ცოტა ჩაზნიქეთ.

5.დაჭერით მწნილი კიტრი კუბიკებად და მოათვსეთ ჩაყრმავებულ ნაწილში.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი, ამ დროის შემდეგ მოაყარეთ ყველი და კიდევ 10 წუთი მოათავსეთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!