მეექვსე წელია კიტრთან ერთად ვამწნილებ სოკოს

519

ხრაშუნა კიტრი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. დღეს მინდა საუკეთესო რეცეპტი შემოგთავაზოთ. ვამზადებთ ასორტს – კიტრი, სოკო, ყაბაყი და სხვა ბოსტნეული.

ინგრედიენტები

  • 500გ სოკო
  • 1კგ კიტრი
  • 1კგ ყაბაყი
  • 2 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • წიწაკის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • მიხაკი
  • მწარე წიწაკა
  • სანელებლები
  • 4 ქილა 720მლ

მარინადისთვის

  • 1200მლ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 3-4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი 5% ვაშლის ძმარი

მომზადება

1.გარეცხეთ სოკო. მოხარშეთ 5-7 წუთი.

2.დაჭერით კიტრი მრგვლად.

3.დაჭერით ყაბაყი სტაფილოსთან და ხახვთან ერთად.

4.კარგად გარეცხეთ ქილები, მოათავსეთ სანელებლები, დაფნა, წიწაკა, სტაფილო, ხახვი, ყაბაყი და სოკო.

5.დაასხით ცხელი წყალი. გააგრილეთ 15 წუთი. გადაასხით ქილიდან წყალი ქვაბში. აადუღეთ, კიდევ ერთხელ ჩაასხით ქილებში, დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ 10 წუთი. კიდევ გადაასხით სითხე, დაუმატეთ შაქარი, მარილი და აადუღეთ.

6.ქილებში ჩაასხით მარინადი. დაუმატეთ ძმარი.

7.დააფარეთ სტერილური თავსახური. გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!