ეს რეცეპტი მათთვისაა ვისაც არ უყვარს ცომთან მუშაობა, მაგრამ მაინც უყვარს მედოკი. ამ ტორტის მომზაადება ბისკვიტებისგანაც შესაძლებელია.
იმისათვის, რომ გამოგივიდეთ საუკეთესო მედოკი საჭიროა ნატურალური თაფლი. საოუკეთესოა წიწიბურის, რადგან ის ყველაზე ჰაეროვანია.
ტორტი მედოკი
ინგრედიენტები
- 4 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 კვერცხი
- 100გ შაქარი
- 100გ კარაქი
- 350გ არაჟანი
- 400გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
მომზადება
1.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ თაფლი. მას დაუმატეთ სოდა და დატოვეთ 5 წუთით. ის უნდა გათეთრდეს.
2.დაუმატეთ კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ. ისევ დატოვეთ რამდენიმე წუთით.
3.მთლიან მასას დაუმატეთ გამღვალი კარაქი და 4 სუფრის კოვზი არაჟანი. ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4.თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ სქელი, როგორც არაჟანი.
5.მრგვალ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით მასში ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. ტორტის მზადება გააკონტროლეთ ხის წკირით.
6.ცომი დაყავით ფირფიტებად. მზა ფირფიტები გააგრილეთ. საშუალოდ თბილ ფირფიტებს წაუსვიტ კრემი. მედოკის კრემი მოამზადეთ შაქრისა და არაჟნისაგან. ათქვიფეთ დიდი ხნის განმავლობაში.
მედოკის ბისკვიტებსა და კრემს ძალიან უხდება შავი ქლიავი. თუ თქვენ ქლიავს წვრილად დაჭრით და დაუმატებთ კრემს, მაშინ თქვენი ტორტი გამოვა კიდევ უფრო გემრიელი. ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ ან კრემშივე დაუმატოთ ნიგოზი. მოამზადთ და ისიამოვნეთ!