მაღალი სამზარეულოს კერძი: კარტოფილის მობრაწულა ვაშლით

388

ადრე ვფიქრობდი, რომ ფრანგულ გრატინზე გემრიელი არაფერია, როცა კარტოფილის კერძებზე ვსაუბრობთ. ნაზი კარტოფილის ნაჭრები, რძეში ჩალბობილი და მოწითალო ქერქამდე გამომცხვარი, როგორც სახლში, ასევე რესტორანში მზადდება! აზრი შევიცვალე, როცა გავიგე, რომ არსებობს კარტოფილის მობრაწულა ვაშლით და ბეკონით.

მობრაწულის რეცეპტი კარტოფილით, ვაშლით და ბეკონით

ხილის და სახამებლიანი ბოსტნეულის საოცარი კომბინაციაა. ვაშლი დაუვიწყარ არომატს და ტკბილ ნოტებს მატებს. ბეკონი სქელ და გაჯერებულ სუნს, ასევე განსაკუთრებულ გემოს ჩუქნის. ეს ყველაფერი ნაღების, მდოგვით და მუსკატის კაკლის სოუსის ქვეშ, რომელიც თითოეულ ნაჭერს ჟღინთავს. Gastronomia.ge-ს რედაქცია დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გ კარტოფილი
  • 2 ვაშლი
  • 1 ხახვი
  • 100 გ ბეკონი
  • 200 მლ ნაღები
  • 2 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ და 1 სმ–ზე ნაკლები სისქის ფირფიტებად დაჭერით. მარილიან წყალში ნახევრად მომზადებამდე მოხარშეთ.

2. ვაშლს შუაგული ამოაჭერით და რგოლებად ან სიგრძეზე დაჭერით. ზეთში შეწითლებამდე შეწვით.

3. ამავე ტაფაზე ბეკონის ნაჭრები შეწვით. წინასწარ ბეკონი დაჭერით, რომ შეწვა გაგიმარტივდეთ.

4. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და კარტოფილის ფენა ჩააწყვეთ, შემდეგ ვაშლი და ბეკონი.

5. ნაღები, მდოგვი, სოიოს სოუსი, მარილი და მუსკატის კაკალი აურიეთ. ფორმას ზემოდან დაასხით, ფოლგა დააფარეთ და 180 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ. ფოლგა მოხსენით და კიდევ 15 წუთით აცხვეთ. მზადაა.

ტკბილ–მჟავე გემოს მქონე, ზომიერად მარილიანი და ნოყიერი კერძი გამოვა. ასეთი კარტოფილის მობრაწულა სადღესასწაულო სუფრაზე ეფექტურ გარნირად შეგიძლიათ გაიტანოთ, განსაკუთრებით შემწვარ ფრინველთან. აქ, ბეკონი მხოლოდ გემოსთვის არის. ვიმედოვნებთ, რომ ორიგინალური რეცეპტი მოგეწონათ!