მაფინები ყაბაყით და ყველით – სასარგებლო ტკბილეული!

1006

ეს რეცეპტი, ჩემთვის ნამდვილად სიალეა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ, არც ჩემი მეუღლე დარჩა გულგრილი ამ მაფინების მიმართ. მასში შემავალი ბოსტნეული ძალიან გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 40გ
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ყველი 150გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 125-150გ

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ყაბაყი, გახეხეთ. წიწაკა დაჭერით წვრილ კუბიკებად. ღრმა ჯამშ ატქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოურიეთ.

2.კვერცხის მასას დაუმატეთ ბულგარული წიწაკა. ყაბაყი გამოწურეთ და ისიც დაუმატეთ კვერცხს. მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოურიეთ ინგრედიენტებს კოვზით.

3.მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. მაფინების ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ მასში ცომი.

4.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!