მარჯვე დიასახლისმა ტორტის ფენების ტაფაზე გამოცხობა მასწავლა

588

ტორტის მომზადებისას ყველაზე სასიამოვნო პროცესი მისი აწყობაა, როცა ყველა ფენა გამოცხობილია, ხოლო შიგთავსი მაცივარში თავის საათს ელოდება. ამ მომენტის დადგომას 1–დან რამდენიმე საათით ლოდინი სჭირდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ დრო რამდენჯერმე შეამციროთ და ტორტის ფენები ტაფაზე გამოაცხოთ. ასეთი რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყველაზე წარმატებულებს გთავაზობთ. ამ მეთოდით თაფლის ნამცხვრის ან სხვა ტორტის ფენები სწრაფად მომზადდება. ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ.

ტორტის ფენები ტაფაზე

არაჟნის ცომი

არაჟნის ცომით მომზადებული ბისკვიტი ფაფუკი და რბილია. შინაურული თაფლის ნამცხვრისთვის კარგი ვარიანტია. არაჟნის კრემი მოამზადეთ და ტორტის გაჟღენთვას დაელოდეთ. 10 ბისკვიტის ფენას ნახევარ საათში მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ფქვილი
  • 200 გ არაჟანი
  • 200 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ს/კ თაფლი
  • 5 გ ვანილი

მომზადების წესი:

  1. მჟავე არაჟანი და სოდა ღრმა თასში აურიეთ. შაქარი, თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი გაცერით და არაჟნის და შაქრის ნარევს თანდათან დაუმატეთ.
  2. ცომი ხელით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოზილეთ. შემდეგ 10 ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი საგორავით გააბრტყელეთ, დანით კუთხეები მოაჭერით და თეფშზე დადეთ.
  3. თითოეული ბისკვიტი მშრალ ტაფაზე უზეთოდ, სუსტ ცეცხლზე მომზადებამდე შეწვით. ყოველი მხრიდან 2–3 წუთით შეწვით.

ფხვიერი ბისკვიტი

ცომი ცოტა რძით და კარაქით მზადდება, რაც ნებისმიერი ტორტისთვის უნივერსალურ ბისკვიტად აქცევს. ბისკვიტი მოცულობაში არ იზრდება და მშრალ სამარხვო ორცხობილას არ ჰგავს. ნეიტრალური გემოს წყალობით ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ წაუსვათ: არაჟნის კრემი, ხილი, მურაბა, შესქელებული რძის კრემი.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფქვილი
  • 70 გ კარაქი
  • 1 ს/კ რძე
  • 1 ს/კ თაფლი
  • 150 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ არაჟანი
  • 0,5 გ სოდა

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, არაჟანი და შაქარი სათქვეფით აურიეთ.
  2. ღრმა ტაფაში კარაქი, სოდა, რძე და თაფლი გადაიტანეთ. ნარევი გაადნეთ და კვერცხის მასას დაუმატეთ.
  3. ფქვილი გაცერით და თანდათან თხევად ნარევს აურიეთ. რბილი, ოდნავ ხელზე წებვადი ცომი მოზილეთ.
  4. 5 თანაბარ ნაწილად გაყავით და თითოეული საგორავით გააბრტყელეთ. ცომიდან საჭირო ზომის რგოლები გამოჭერით.
  5. ტაფა გააცხელეთ და თითოეული ბისკვიტი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან 2 წუთით, შეწითლებამდე შეწვით.

კაკაოს ცომი მოზელის გარეშე

თუ შოკოლადის დესერტები გიყვართ და ცომის ხელით მოზელას ვერ იტანთ, რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. შოკოლადის ბისკვიტი რბილი გამოვა და ნებისმიერ კრემს სწრაფად შეიწოვს.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ფქვილი
  • 150 გ შაქარი
  • 25 გ კაკაო
  • 2 გ გამაფხვიერებელი
  • 8 გ სოდა
  • 1 კვერცხი
  • 50 გ მცენარეული ზეთი
  • 125 მლ რძე
  • 125 მლ მდუღარე წყალი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით, გამაფხვიერებელი, სოდა, შაქარი და კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. სხვა თასში რძე, კვერცხი და მცენარეული ზეთი აურიეთ. თხევადი და მშრალი ინგრედიენტები სათქვეფით აურიეთ. ცომს 125 მლ მდუღარე წყალი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  3. ტაფა გააცხელეთ და ცომის ნაწილი ჩაასხით. 1 მხრიდან 3 წუთით აცხვეთ, მეორე მხრიდან 0 – 30 წამით. მზადაა.

ტორტისთვის სწრაფი კრემი ცივი ცხიმიანი ნაღებით და შაქრის ფხვნილით 5 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ. ნაღები მაცივარში ჩააცივეთ, ასათქვეფად ყველა მოწყობილობა მშრალი უნდა იყოს. ნაღები სწრაფად რომ ათქვიფოთ, თასით ყინულიან წყალზე დადეთ. ასეთი კრემი ბისკვიტს კარგად ნამავს და იდეალურია სწრაფი დესერტების მოსამზადებლად, რომელსაც მაცივარში დიდხანს გაჩერება არ სჭირდება. კრემი უფრო სქელი რომ იყოს, კარაქი დაუმატეთ.