მარწყვის ჯემის მომზადების სუპერ რეცეპტი

3187

თქვენი აზრით, რომელი ჯემია ყველაზე გემრიელი? ჩემთვის უდავო ფავორიტი მარწყვის ჯემია.

მარწყვის ჯემი მთლიანი კენკრით 

მარწყვის ჯემს მთლიანი კენკრით ერთი ნაკლი აქვს, მისი სიროფი ძალიან თხელი გამოდის. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება, მაგრამ დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი მარწყვის ჯემი ისე, რომ სიროფიც საკმარისად სქელი იყოს. ამისათვის, თქვენ მარწყვის ჯემს უნდა დაუმატოთ მწიფე, ოდნავ გაშავებული ბანანი.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალი მარწყვი
  • 350 გრ მწიფე ბანანი
  • 500 გრ შაქარი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ მარწყვი და მოაყარეთ შაქარი. თუ კენკრა ძალიან დიდი ზომისაა, გაჭერით შუაზე. გააჩერეთ 4-7 საათი, რათა კენკრამ წვენი გამოიღოს.

2. დაადგით კენკრა ცეცხლზე, მაგრამ ბოლომდე არ აადუღოთ, მოურიეთ, მოაშორეთ ქაფი ზედაპირიდან და გამორთეთ ცეცხლი. დაელოდეთ, სანამ კენკრა ბოლომდე გაცივდება და შემდეგ ისევ დაადგით ცეცხლზე.

3. ბანანი დაჭერით პატარა ნაწილებად, ან ჩანგლით დაჭყლიტეთ და დაუმატეთ კენკრას.

4. ადუღეთ მარწყვისა და ბანანის ჯემი, ადუღების შემდეგ, დამატებით 15 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. არ დაგავიწყდეს ქაფის მოშორება.

5. მზა ჯემი ჩაასხით მშრალ, სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. ქილები ჩააბრუნეთ და შეფუთეთ თბილ ადეალაში ან ბეწვის ქურთუკში.

6. შეინახეთ ჯემი გრილ ადგილას.