ამ დესერტის მომზადებას საკმაო დრო ჭირდება თუმცა ნამდვილად ღირს. ის რამდენიმე გემოს მოიცავს, მათ შორის: მარწყვის, ქოქოსის და ნაღებისას, აქვს განუმეორებელი გემო და არომატი. ყველაფერთან ერთად ეს ღია ღვეზელი შესანიშნავადაც გამოიყურება!
ინგრედიენტები:
- ნაღების კარაქი – 120 რამი
- მარილი – 1 მწიკვი
- გამაფხვიერებელი – 0.5 ჩაის კოვზი
- ვანილის შაქარი – 20 გრამი
- იოგურტი – 500 გრამი
- რძე – 100 მილიგრამი
- მარწყვი – 500 გრამი
- ფქვილი – 230 გრამი
- ქოქოსის ფანტელი – 70 გრამი
- შაქარი – 130 გრამი
- კვერცხი – 1 ცალი
- ჟელატინი – 15 გრამი
- ნაღები – 150 მილიგრამი
- მარწყვის ჟელე – 90 გრამი
მომზადების წესი:
1. ფქვილთან, მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად კარაქი გადაზილეთ. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი 80 გრამ შაქართან და 10 გრამ ვანილის შაქართან ერთად.
2. შეურიეთ ორივე მომზადებული მასა. მოზილეთ ელასტიური ცომი. ოდნავ გააბრტყელეთ და საკვების ცეოფანში შეახვიეთ. შედგით მაცივარში 1 საათით.
3. 24-26 დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. შემდეგ ცომი მასზე მოათავსეთ და კარგად მოაბრტყელეთ ფსკერსა და კიდეებზე. საბოლოო ჯამში ქ სანტიმეტრის სისქის ცომი უნდა მიიღოთ.
4. ცომი ჩანგლით დახვრიტეთ. ცომზე რამე მოათავსეთ იმისთვის, რომ ცხობისას ფორმა არ დაკარგოს და არ ამოიბეროს. აცხვეთ 10-15 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ტვირთი მოაშორეთ და დამატებით 15-20 აცხვეთ, სანამ ცომი არ შეწითლდება.
5. მოამზადეთ კრემი. იოგურტს შეურიეთ მორჩენილი ვანილისა და ჩვეულებრივი შაქრის ფხვნილები, ურიეთ შაქსრის სრულ გახსნამდე. მარწყვის 2/3 დაჭერით კუბებად. დანარჩენი მარწყვი კი წრეებად დაჭერით. ეს ნაწილი მოსართავად გამოგადგებათ.
6. აურიეთ რძე და ჟელატინი და აცადეთ გაფუება. ამ დროს ათქვიფეთ ცივი ნაღები, თქვიფეთ გასქელებამდე. გაალღვეთ ჟელატინი და მიღებული ამსა იოგურტს შეურიეთ.
7. ნაღები იოგურტში ნელ-ნელა ჩაამატეთ, თან ურიეთ. შემდეგ ამ კრემში მარწყვი ჩაყარეთ.
8. მზა ფენას კრემი მოასხით, მაგრამ მარწყვისა და მარწყვის ჟელესთვის განკუთვნილი ადგილიც დატოვეთ. ტორტი ნახევარი საათით მაცივარში შედევით.
9. შემდეგ მოამზადეთ მარწყვის ჟელე, ისე როგორც მის შეფუთვაზეა მითითებული. დაჭრილი მარწყვი ღვეზელზე დაალაგეთ.
10. მარწყვებს ჟელე ჯერ სამზარეულოს ფუნჯით მოუსვით კარგად, შემდეგ კი ზემოდან მოასხით.
11. მზა ღვეზელი მაცივარში მინიმუმ 6 საათით ან მთელი ღამით შედგით!