მარწყვი ყველას ძალიან უყვარს, მაღაზიის დახლეზეც მრავლადაა ეს ხილი. ამიტომ, დროა დავიწყოთ მისგან დესერტის მომზადება. ამ დესერტისთვის ჩვენ გამოვიყენებთ საფუარიან ცომს.
ინგრედიენტები
- საფუარიანი ცომი 1კგ
- რევენი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარწყვი 150გ
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი
მომზადება
1.გარეცხეთ რევენი, მოაშორეთ სქელი კანი და დაჭერით წვრილად. მარწყვი გარეცხეთ და გაასუფთავეთ.
2.ცომი დაყავით ბურთულებად. თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად. ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
3.თითოეული წრეზე მოათავსეთ რევენი, მარწყვი და მოაყარეთ შაქარი.
4.შეახვიეთ დესერტი – დაამსგავსეთ ვარდს.
5.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ დესერტი და დაელოდეთ 20 წუთი.
6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!