უგემრიელესი დესერტი, რომელიც უმარტივესად მზადდება.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი (220მლ)
- 50გ შაქარი
- 100მლ რძე
- 4 კვერცხი
- 1 მოხარშული შესქელებული რძე
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 50გ ქიშმიში
მომზადება
- 2/3 ქილა შესქელებული რძე გადაიტანეთ ჯამში.
- დაუმატეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით.
- მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
- დააქუცმაცეთ ნიგოზი. ნახევარი ჩაყარეთ ცომში, დაუმატეთ ქიშმიში, მოურიეთ.
- ცომი ჩაასხით ფორმაში.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
- სანამ ნამცხვარი ცხვება, დარჩენილი შესქელებული რძე მოათავსეთ ჯამში, გააცხელეთ.
- მზა ნამცხვრი არ გააგრილოთ და არ ამოიღოთ ფორმიდან, ისე მოასხით კრემი. მოაყარეთ ნიგოზი.
- ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ დესერტი 2 საათი.
გემრიელად მიირთვით!