მარტივი და ბიუჯეტური ტორტი მილკა

1884

გემრიელი შოკოლადის ტორტი მილკა მარტივი და ბიუჯეტური ინგრედიენტებისგან.

ფაფუკი ბისკვიტი ნაზი კრემით და შოკოლადის მინანქრით, ძალიან გავს ნაყინს.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხორბლის ფქვილი 190გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • რძე 100მლ
  • კარაქი 100გ
  • კაკაო 50გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • მოხარშული შედედებული რძე 240გ

კრემისთვის

  • სიმინდის სახამებელი 70გ
  • რძე 700მლ
  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • კარაქი 170გ

შოკოლადის მინანქრისთვის

  • რძიანი შოკოლადი 100გ
  • კარაქი 40გ
  • რძე 3 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ აქაფებამდე.
  2. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
  3. ჯამში მოათავსეთ კარაქი, შედედებული რძე და ჩაასხით რძე.
  4. ქვაბი მოათვსეთ ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
  5. ათქვეფილი კვერცხს ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ.
  6. ცხელ შედედებული რძის მასა დაუმატეთ ფქვილისას და მოურიეთ ფრთხილად.
  7. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
  8. გამოაცხვეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
  9. სანამ მზადდება ბისკვიტი მოვამზადოთ კრემი.
  10. ჯამში მოათავსეთ 600მლ რძე  (100მლ მოგვიანებით გამოვიყენებთ), დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და მოათავსეთ ცეცხლზე.
  11. 100მლ რძეს დაუმატეთ სახამებელი და ვანილი. მოურიეთ.
  12. როცა შაქრიანი რძე ამოფუვდება დაუმატეთ სახამებლიანი რძე.
  13. მოურიეთ და დაელოდეთ შესქელებას.
  14. მზა ბისკვიტი გადმოიტანეთ ფორმიდან.
  15. ბისკვიტი გადაახვიეთ პაკეტში და მოათვსეთ მაცივარში.
  16. ამოფუებულ კრემს გადააფარეთ პაკეტი ისე, რომ ეხებოდეს მის ზედაპირს.
  17. გააგრილეთ კრემი ოთახის ტემპერატურამდე. გამღვალი კარაქი ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ კრემს.
  18. ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
  19. ბისკვიტი გამოიღეთ მაცივრიდან, მოაჭერით თავი და გაყავით ბისკვიტი 3 ნაწილად.
  20. წაუსვით კრემი და მოათავსეთ მეორე კორჟი ზემოდან.
  21. წაუსვით კრემი და მოათავსეთ შემდეგი კორჟი.
  22. ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
  23. მინანქარი: დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ შოკოლადი, დაუმატეთ რძე და კარაქი, მოურიეთ და გააგრილეთ.
  24. მოასხით მინანქარი ტორტს და მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!