ტრადიციულად, ფრანგული ტერმინი parfait გამოიყენებოდა გაყინული დესერტის აღსანიშნავად. დღესდღეობით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ის აღნიშნავს ნაღებით, ნაყინით ან არომატიზებული ჟელატინით მომზადებულ ფენოვან დესერტს, რომელსაც ემატება შემდეგი ინგრედიენტები: გრანოლა, ნიგოზი ან თხილი, იოგურტი, ვაჟინი, ლიქიორი და ახალი ხილი. როგორც წესი, პარფე მზადდება მაღალ, გამჭვირვალე ჭიქებში, რათა ფენები გამოჩნდეს.
ინგრედიენტები:
- 400 გ ახალი მანგო, გათლილი და მსხვილად დაჭრილი
- 2 სუფრის კოვზი მარაკუიას რბილობი, გაწურული
- 1 ლაიმის ახალგამოწურული წვენი
- 300 მლ ცხიმიანი ნაღები
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 120 გ იტალიური ნამცხვარი “ამარეტი”
- 50 გ ნუშის ფანტელი, ოდნავ მოხალული
ულუფა: 4
მომზადება: 15 წუთი + 4 საათი გასაცივებლად
დონე: 1
მომზადების წესი:
- მანგო, მარაკუიას რბილობი და ლაიმის წვენი ბლენდერში ათქვიფეთ. ეს პიურე გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში.
- პატარა თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრი. პიურეს ნახევარი 4 მაღალ ჭიქაში გაანაწილეთ. თავზე მოაწყვეთ ნამცხვრები და დაუატეთ ათქვეფილი ნაღები. ეს პროცესი კიდევ გაიმეორეთ ასეთი თანმიმდევრობით: ხილის პიურე, “ამარეტი”, ნაღები. მორთეთ ნუშის ფანტელებით.
- თავდახურული გააცივეთ მაცივარში 4 საათი.
გემრიელად მიირთვით!