მადისაღმძვრელი როგალიკები კვერცხის, რძისა და კარაქის გარეშე. იდეალურია მარხვაში

2871

მარხვის პერიოდში რაციონის გასამრავალფეროვნებლად, გთავაზობთ შესანიშნავი ნამცხვრის რეცეპტს. სამარხვო როგალიკები დიდსა თუ პატარას გაახარებს. თანაც სასიამოვო თავად მომზადების პროცესიცაა – შეგიძლიათ ბავშვებიც ჩართოთ.

შიგთავსის სახით ჩვენ მოცხრის სქელი მურაბა შევარჩიეთ. თქვენ შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით ვაშლის ნაჭრები, გაყინული კენკრა, დაჭრილი თხილი ან დარიჩინის, შაქრისა და კარდამონის ნაზავი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ზეთი
  • 1 ჭიქა გაზიანი წყალი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 1 მწ მარილი
  • 600-700 გრ ფქვილი
  • 150 გრ მოცხრის მურაბა
  • 0,5 ჭიქა შაქარი

მომზადება

1. შეურიეთ საფუარი და გაცრილი ფქვილი.

2. ცალკე შეურიეთ გაზიანი წყალი, შაქარი, მარილი და ზეთი. დაუმატეთ ფქვილი და საფუარი. მოზილეთ რბილი ცომი და შედგით მაცივარში 3-4 საათით.

3. დაამუშავეთ ცომი, გაყავით 4 ნაწილად, გააბრტყელეთ ყოველი ნაწილი და ამოჭერით ჯერ კვადრატებად, შემდეგ სამკუთხედებად. ფართო მხარეს წაუსვით თითო ს.კ. მურაბა და დაახვიეთ როგალიკები.

4. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას, მოათავსეთ ნაწარმი, მოაყარეთ შაქარი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

უგემრიელესი სამარხვო როგალიკები მზადაა. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!