ლიპიოშკა ხაჭოთი და მწვანილით

729
Uzbek lepeshka bread over wooden bacground

დეიდისგან გავიგე უზბეკური კატლამის რეცეპტი მწვანილით. კატლამა – ეს არის ცომის ლიპიოშკა კამით ან მწვანე ხახვით. ასევე შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო და გახეხილი ყველი.

ასეთი ლიპიოშკის გამოცხობა შეგიძლიათ ტაფაზე ან ღუმელში. ისინი გამოდის გარედან ხრაშუნა და შიგნიდან ძალიან რბილი.

ლიპიოშკა მწვანილით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უზბეკური ლიპიოშკის რეცეპტს მწვანილით, რომელიც მზადდება წლით და ფქვილით. უგემრიელესი კერძი უმარტივესი ინგრედიენტებისგან.

ცომის ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 150მლ წყალი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 150გ ხაჭო (შეგიძლიათ შეცვალოთ ყველით)
  • 50გ კარაქი
  • 40გ კამა (შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი მწვანილით)
  • 1 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • სეზამი გასაფორმებლად (სურვილისამებრ)

მომზადება 

1.ცომის მოსამზადებლად ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი. მშრალ მასას დაუმატეთ წყალი და მცენარეული ზეთი. მოზილეთ რბილი ცომი. შეფუთეთ ჯამი ნქსოვილით და დატოვეთ 30 წუთით.

2.ცომი ჩაზილეთ და გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 1-2მმ სისქის მრგვალ ფირფიტად.

3.გაბრტყელებულ ფირფიტას წაუსვით გამდნარი კარაქი. ცომს მოაყარეთ ხაჭო ან გახეხილი ყველი (სურვილისამებრ). დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი (მე ვიყენებ კამას), დაამარილეთ გემოვნებით.

4.ცომი ჩაჭერით შუამდე, შემდეგ დაახვიეთ ცომი წრეზე. უნდა გამოგივიდეთ შიგთავსიანი ცომის დიდი მასა.

5.ცომის ფართო ნაწილი მოაბრტყელეთ იეს, რომ დაიფაროს შიგთავსი. შემდეგ ფართო ნაწილი გადმოაბრუნეთ და ხელით ჩაზნიქეთ. მიღებული ფორმის ცომი შეახვიეთ პაკეტში და დატოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ გააბრტყელეთ 1,5-2 სმ სისქეზე.

6.მიღებული ცომები მოათავსეთ პერგემენტით ამოფენილ ფორმაზე. თითოეულ ლიპიოშკას წაუსვით კვერცხი, ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

ასეთი ლიპიოშკების გამოცხობა კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე ტაფაზეც შეგიძლიათ.

7.და აი სულ ეს იყო, უზბეკური კერძი შიგთავსით მზად არის. ეს ლიპიოშკები ძალიან გემრიელია, როგორც ცხელი ასევე ცივიც. გემრიელად მიირთვით!

ჩემმა მეგობარ ამ რეცეპტის საპასუხოდ ეს მომწერა: “ჩვენთან დონში ამზადებენ ტკბილ კატლამას, ლიპიოშკას ვუსმევთ ზეთს და ვაყრით შაქარს. მაგრამ ამ რეცეპტში წარმოდგენილი ლიპიოშკაც საოცრად გემრიელია”.

ლიპიოშკები გამოდის თხელი, ფირფიტებად დაყოფილი და ძალიან გემრიელი! რეცეპტი ძალიან სწრაფია, არ საჭიროებს კვერცხს და ბევრ სხვა ინგრედიენტს. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კერძი მწვანილებით ყველას ძალიან მოეწონება.

რაც მტავარია შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით. ამ კერძს ძალიან მოუხდება შემწვარი ხახვი მწვანილით და კარტოფილის პიურე. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!