ლიმონის ტორტი უტკბილესი მინანქრით

1167

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს, რომლის არომატიც თქვენს სახლს საკონდიტროს დაამსგავსებს.

ლიმონის ტორტი – ეს უბრალოების და ძალიან მდგრადი გემოს შერწყმაა. ჰაეროვენი ფირფიტები, რბილი კრემი, მადისაღმძვრელი მინანქარი – ალბათ დამეთანხმებით, საოცრად ჟღერს.

თუ ცომს კარდამონს და დარჩინს დაუმატებთ, მაშინ თქვენ საოცარი გემოების ზეიმს მიიღებთ შედეგად. თუ ჩემსავით პიტნის მოყვარული ხართ, შეგიძიათ კრემს დაუმატოთ ცოტა პიტნის ექსტრაქტი.

ინგრედიენტები

  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • ლიმონი 2 ცალი
  • შაქარი 260გ
  • კარაქი 230გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • კვერცხი 4 ცალი

მომზადება

1.კორჟის მოსამზადებლად გაცერით ფქვილი და დაუმატეთ 1 ლიმონის ქერქი, 2 კვერცხი, 180გდარბილებული კარაქი. მოურიეთ სქელი კონსესტენციის მიღებამდე. ცმი გაყავით ორად და გადაანაწილეთ ორ 18სმ დიამეტრის მქონე ფორმაში. კორჟები გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 35-40 წუთი.

2.კრემისთვის ათქვიფეთ 2 კვერცი 80გ შაქართან ერთად, დაუმატეთ 1 ლიმონის ქერქი და წვენი, 80გ კარაქი. ჯამი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. შეუჩერებლად ურიეთ და მოამზადე 20 წუთი. აუცილებლად უნდა შესქელდეს.

3.კორჟები გადმოიტენეთ ფორმიდან, გააგრილეთ. თითოეული გაჭერით 2 ნაწილად. ყველა კორჟს წაუსვით კრემი.

4.მინანქრისთვის შაქრის ფხვნილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და დატოვეთ 5 წუთი.

5.ტორტს მოასხით მინანქარი და მოაყარეთ დარჩენილი ლიმონის ქერქი.

თუ არ გინდათ, რომ ტორტში ლიმონის გემო ძალიან დომინირებდეს, მაშინ მისი ნახევარი შეცვალეთ ფორთოხლით ან მანდარინით. გემრიელად მიირთვით!