ლიმონის არომატული ნამცხვარი

934

ცივ ამინდებში ციტრუსის დესერტები ნამდვილი საგანძურია. შეღავათიან ფასშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ასეთი ტკბილეულის მომზადება. ლიმონი სასარგებლო და ამავდროულად ძალიან გემრიელი ინგრედიენტია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფვილი 500გ
  • მარგარინი 200გ
  • კეფირი 250მლ
  • გამაფხვიერებელი
  • ლიმონი 2 ცალი
  • შაქარი 300გ

მომზადება

1.მარგადრინი დაჭერით, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ხელით.

2.დაუმატეთ გამაფხვიერებელი, კეფირი დამოზილეთ ცომი. გაყავით 2 ნაწილად და დაასვენეთ 30 წუთი.

3.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ხორცსაკეპში გაატარეთ ლიმონი, დაუმატეთ შაქარი.

4.ორ ნაწილად გააბრტყელეთ ცომი. ერთი ნაწილი მოათავსეთ ცხიმიან საცხობ ფორმაზე, წაუსვით ლიმონის შიგთავსი და დააფარეთ მეორე ფირფიტა. დააფიქსირეთ კუთხეები. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!