ლიეტუვური ცეპელინების გამარტივებული რეცეპტი: დამწყები მზარეულიც წარმატებით მოამზადებს

310

Gastronomia.ge–ს რედაქცია ლიეტუვური ნაციონალური კერძის, ცეპელინების მომზადებას გთავაზობთ. მისი მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. დღეს გემრიელი კერძის ყველა მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

კლასიკური რეცეპტით ცეპელინები უმი და მოხარშული კარტოფილის ნაზავისგან მზადდება. გამარტივებულ ვერსიაში კარტოფილი კარგად უნდა მოხარშოთ, ხოლო შიგთავსად მზა საშუალება გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 400 გ ფარში (ნებისმიერი)
  • 1 კონა კამა
  • 1 ხახვი
  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ და მარილიან წყალში მოხარშეთ. კარტოფილის პიურეს კვერცხი და დაჭრილი კამა დაუმატეთ და აურიეთ.

2. ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და ყოველი დამატების შემდეგ ცომს კარგად აურიეთ. ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ, რომლისგანაც ცეპელინებს ადვილად გააკეთებთ.

3. ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და ერთი და იმავე ზომის ნაჭრებად დაჭერით. სასურველია, რომ ნაჭრის ზომა თქვენს ხელისგულის ნახევარი ზომის იყოს, თუმცა უფრო დიდი ან პატარა შეგიძლიათ გააკეთოთ.

4. ხახვი ზეთში შეწითლებამდე შეწვით. ფარში დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით.

5. ცომის ნაჭრებიდან კვერები გააკეთეთ, ცენტრში ხორცი დაუმატეთ, ცომი შეკარით და ღვეზელის ფორმა მიეცით. ცეპელინები მზადაა.

6. ცეპელინები ქვაბში, მდუღარე წყალში ჩაყარეთ. რამდენიმე წუთით ხარშეთ. მზა ცეპელინები წყალზე ტივტივს დაიწყებს. არაჟანი და შემწვარი სალა იდეალურად უხდება.

გემრიელი ცეპელინების მოსამზადებლად მხოლოდ ხარისხიანი კარტოფილი გამოიყენეთ. ის, რომელიც სარდაფში დიდი ხანია ინახება, არ გამოგადგებათ. შიგთავსად არა მხოლოდ ხორცი, არამედ სოკო ან ხაჭო–მწვანილის ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ.