ლეგენდარული ნამცხვარი “ჭიანჭველების ბუდე” – ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება

4065

ლეგენდარული “ჭიანჭველების ბუდე” – 70 წლების უგემრიელესი ნამცხვარია, რომელმაც წლებს გაუძლო, და დღემდე იხვეჭს სახელსა. ეს იყო ნუგბარი, რომლის დაგემოვნებაც თითქმის ყველა ოჯახში შეგვეძლო. გთავაზობთ ლეგენდარული ნამცხვრის გემრიელ რეცეპტს ტკბილი მოგონებებიდან…

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 1 ც კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ც ვანილი
  • 2 ც მოხარშული შედებული რძე
  • 1 ც გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. 5 ცალი კვერცხი ავთქვფოთ 1 ჭიქა შაქართან, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დავამატოთ  1 ცალი  ვანილი, 1 ცალი გამაფხვიერებელი, ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს მაგარი.
  2. ცომი გავხეხოთ სახეხით და გამოვაცხოთ.

კრემის მომზადება: 

შედედებულ რძეში ავურიოთ გამომცხვარი ორცხობილები. შევკრათ დასველებული ჭიქის ფორმით.  ამოვიყვანოთ ფორმები.

გემრიელად მიირთვით!