ლეგენდარული “ჭიანჭველების ბუდე” – 70 წლების უგემრიელესი ნამცხვარია, რომელმაც წლებს გაუძლო, და დღემდე იხვეჭს სახელსა. ეს იყო ნუგბარი, რომლის დაგემოვნებაც თითქმის ყველა ოჯახში შეგვეძლო. გთავაზობთ ლეგენდარული ნამცხვრის გემრიელ რეცეპტს ტკბილი მოგონებებიდან…
ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- 1 ც კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ც ვანილი
- 2 ც მოხარშული შედებული რძე
- 1 ც გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
- 5 ცალი კვერცხი ავთქვფოთ 1 ჭიქა შაქართან, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დავამატოთ 1 ცალი ვანილი, 1 ცალი გამაფხვიერებელი, ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს მაგარი.
- ცომი გავხეხოთ სახეხით და გამოვაცხოთ.
კრემის მომზადება:
შედედებულ რძეში ავურიოთ გამომცხვარი ორცხობილები. შევკრათ დასველებული ჭიქის ფორმით. ამოვიყვანოთ ფორმები.
გემრიელად მიირთვით!