ეს არის კლასიკური ავსტრალიური და ახალზელანდიური დესერტი, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში ბრწყინვალე რუსი ბალერინის – ანა პავლოვას პატივსაცემად, რომელიც ტურნეს მართავდა ამ რეგიონში. ეს დესერტი ძალიან მარტივად მზადდება. ამაში მალევე დარწმუნდებით.
ინგრედიენტები:
ბეზე
- 4 დიდი კვერცხის ცილა
- 1/8 ჩაის კოვზი მარილი
- 250 გ შაქარი
- 2 სუფრის კოვზი წყალი
- 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
კრემი:
- 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- ახალი ხილი – მოსართავად
ულუფა: 6-8
მომზადება: 20 წუთი + 1 საათი გასაგრილებლად
ცხობა: 50 წუთი
დონე: 1
მომზადების წესი:
- ბეზე: გააცხელეთ ელექტროღუმელი 130 გრადუსზე.
- საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტი.
- საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, ათქვიფეთ კვერცხის ცილა, სანამ არ აქაფდება. თანდათან დაუმატეთ შაქარი.
- თქვიფეთ მკვრივი მასის წარმოქმნამდე.
- ცაკლე, პატარა ჯამში, შეურიეთ ძმარი, წყალი, ვანილი და სიმინდის სახამებელი. ნაზავი დაუმატეთ კვერცხის ცილას და გასქელებამდე თქვიფეთ.
- ბეზე კოვზით მოათავსეთ მომზადებულ ლანგრზე, წრის ფორმა მიეცით. ბევრს ნუ დადებთ, ცხობის დროს გაფუვდება.
- აცხვეტ 50 წუთი, სანამ ხაშუნა და ოქროსფერი არ გახდება. გამორთეთ ღუმელი და ბეზე 1 საათი ნახევრად ღია ქურაში დატოვეთ, სანამ გაგრილდება.
- კრემი: საშუალო ჯამი მიქსერით ათქვიფეთ ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი, სანამ ფორმას არ მიიღებს და გამკვრივდება.
- კრემი დაადეთ გაგრილებულ ბეზეს და კოვზის ზურგით მოასწორეთ. მორთეთ ახალი ხილით.