ლამაზი და წარმოუდგენლად ნაზი სალათი „ჭიამაია“: დიდებსა და პატარებს თანაბრად აღაფრთოვანებს

2886

ყოველ დიასახლისს სურს სტუმრები გააოცოს საახალწლო კერძებით. ამიტომ კულინარებმა მუდმივად უნდა ატარონ ექსპერიმენტები და გურმანები უჩვეულო რეცეპტებით გაახარონ. კრეატიული მზარეულები მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ სრულიად ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან შესაძლებელია ახალი კაშკაშა კერძების მომზადება.

ამის ნათელი მაგალითია ჩვენი შესანიშნავი სალათი „ჭიამაია“. ბავშვობიდან ნაცნობ ინგრედიენტებს ის სულ სხვა კუთხით დაგანახებთ.

 ინგრედიენტები

  • 300 გრ ბუჟენინა
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 230 გრ პომიდორი ჩერი
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 კვერცხი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ც ზეთისხილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათმის ბუჟენინა პატარა კუბებად. წვრილად გახეხეთ ყველი, ოთხად გაჭერით პომიდორი ჩერი, დატოვეთ 5 ცალი მოსართავად.

2. მოხარშეთ კვერცხი, განაცალკევეთ ცილა და გული. ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილად.

3. სასალათეში ჩააფინეთ საკვების ცელოფანი და დაიწყეთ ინგრედიენტების ფენა-ფენა ჩალაგება. თავიდან მოათავსეთ ყველი ისე, რომ კედლებიც დაფაროს.

4. მოასხით მაიონეზი. სიღრმეში მოათავსეთ ბუჟენინა. კვლავ მოასხით მაიონეზი.

5. ბუჟენინაზე დააწყვეთ დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ გატარებული ნიორი. კვლავ დაუმატეთ მაიონეზი.

6. ბოლო ფენა – ცილა. კარგად დაპრესეთ სალათი ჭურჭელში, დააფარეთ საკვების ცელოფანი მყარად, შემდეგ გაშალეთ., ფრთხილად გადააბრუნეთ სასალათე, მოაცილეთ ცელოფანი.

7. თავზე მაიონეზი წაუსვით, მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.

8. გაჭერით შუაზე დარჩენილი პომიდორი, დაჭერით ზეთისხილი ისე, რომ ჭიამაიას წერტილებს ჰგავდეს.

9. მორთეთ სალათი ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული, ნუ დაგავიწყდებათ ოხრახუში.

აი ასე მარტივად არის შესაძლებელი იოლი, სწრაფი და ძალიან ლამაზი სალათის მომზადება. გაუზიარეთ ნანახი მეგობრებს, მათაც გამოადგებათ ეს იდეა!