ლავა ქეიქის უმარტივესი რეცეპტი

1268

დიდი ხანია მინდა მოვამზადოთლავა ქეიქი, მაგრამ შემეშინდა, რომ გამიჭირდებოდა. შემდეგ შემხვდა ეს რეცეპტი და მივხვდი რა ადვილი იქნებოდა მისი საკუთარი ხელებით მომზადება. გადავწვიტე სარვამარტო სიურპრიზი გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის და დამეგემოვნებინა.

ინგრედიენტები

  • 200გ შოკოლადი
  • 160გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 100გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო

მომზადება

1.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი 150გ კარაქთან ერთად.

2.სანამ შოკოლადი ლღვება მოამზადეთ ფორმები. კექსის მრგვალი ფორმები გამოდგება. წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ კაკაო.

3.ღრმაჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი. გაგრილებული შოკოლადი ჩაასხით კვერცხის მასაში ნელ-ნელა. გაცერით ფქვილი.

კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

4.ცომი მოათავსეთ ფორმებში. გამოაცხეთ 10-15 წუთი 200 გრადუსზე.

5.მზა კექსები გააგრილეთ, გადაიტანეთ თეფშზე. ამ დესერტს ძალიან უხდება ნაყინი.

გემრიელად მიირთვით!