ლავაშში გახვეული ფარში, რომელიც ვახშამს გაგილამაზებთ

1046

თხელი ლავაში – ეს კულინარიის შედევრია!

მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერი სახის შიგთავსი. მე ამ ინგრედიენტით უამრავი სახის კერძს ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • 2 თხელი ლავაში
  • 100გ ყველი
  • 250გ საქონლის ფარში
  • 1 ხახვი
  • 50გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ხახვი და მოთუშეთ.

2.ტაფაზე მოათავსეთ ფარში და მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. ხშირად ურიეთ ხორცს. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

3.გახეხეთ ყველი და დაიწყეთ კერძის აწყობა. აიღეთ ლავაში, წაუსვით არაჟანი, მოათავსეთ ფარში, მოაყარეთ ყველი და დაახვიეთ რულეტისებურად.

4.მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხეთ 170 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!