ერთი შეხედვით მარტივი ინგრედიენტებისგან, განუმეორებელი კერძის მომზადება შეიძლება.
ინგრედიენტები
- ლავაში
- 0,5კგ ქათმის ფარში
- 1 ტკბილი წიწაკა
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 პომიდორი
- 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
- მწვანილი, მარილი, სანელებლები, წიწაკა თქვენი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ ბოსტნეული და გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით ხახვი, გრძლად დაჭერით წიწაკა, მსხვილად გახეხეთ სტაფილო, პომიდორი დაჭერით კუბიკებად.
- წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი. დაუმატეთ ფარშს და მოურიეთ.
- მოაყარეთ წიწაკა, სანელებლები, მარილი და ისევ მოურიეთ.
- ტაფაზე დაასხით ზეთი, გაააცხელეთ, მოათავსეთ ხახვი და სტაფილო, ხოლო მათი დარბილების შემდეგ წიწაკა.
- დაუმატეთ პომიდორი და მოურიეთ.
- მოასხით პომიდვრის წვენი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაასხით ცოტა წყალი, მოთუშეთ თავდახურულ მდგომარეობაში დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
- ლავაშზე მოათავსეთ ფარში, თანაბრად გადაანაწილეთ. დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.
- აიღეთ ფორმა და მასში მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეულის ნახევარი, ზემოდან რულეტი და ისევ ბოსტნეული. მოასხით სოუსი.
- ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. ამ დროის სემდეგ მოახსენით ფოლგა და გამოაცხვეთ დამატებით 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!