ლავაშის ხრაშუნა კონვერტები კარტოფილის ნაზი შიგთავსით: ღვეზელების შესანიშნავი ალტერნატივა

1803

ლავაშში რაც არ უნდა გავახვიოთ, ყველაფერი გემრიელი გამოდის: ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, კვერცხი. გარდა იმისა, რომ ამ უმარილო პურს შესანიშნავი გემობრივი თვისებები აქვს, ის დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნება.

ლავაში ნამდვილი ხსნაა, როცა სწრაფად გსურს წახემსება. აი მაგალითად კარტოფილის პიურე – გარნირი, რომელთანაც ხორცი ან სხვა ხემსი უნდა მოამზადო. ხდებაისე, რომ პიურე მაცივარში გაქვს, სხვა კერძის მომზადების სურვილი კი ნაკლებად. არაუშავს. გაახვიეთ პიურელავაშში და ტაფაზე გამოაცხვეთ. მშვენიერი ხემსი ჩაისთან მზადაა სულ რამდენიმე წუთში.

ინგრედიენტები

  • 3 ც ლავაში
  • 2 კვერცხი
  • 6-8 ც კარტოფილი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა კამა
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ და დაჭერით კუბებად კარტოფილი, მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში. გადაასხით წყლის ნაწილი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, არაჟანი, პილპილი და გააკეთეთ პიურე.

2. ყოველი ლავაში დაჭერით 4 ნაწილად. მოათავსეთ თითო კოვზი პიურე და შეახვიეთ კონვერტები.

3. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. ამოავლეთ კონვერტები კვერცხის მასაში.

4. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან შებრაწვამდე.

მიირთვით მზა ხემსი არაჯანთან ან არაჟნის სოუსთან. ასეთი ლავაშები შეგიძლიათ ბავშვებს სკოლაში გაატანოთ ან სამსახურში წაიღოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!