დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გემრიელ წასახემსებელს ლავაშით გთავაზობთ. დაკეცვის განსაკუთრებული მეთოდის წყალობით შიგთავსი ლავაშში საიმედოდ იმალება. ასეთი კონვერტის თან წაღება მოსახერხებელია. მარტივად და სწრაფად მზადდება.
ინგრედიენტები:
- 150 გრ ლავაში
- 150 გრ ქათმის ფილე
- 1 პომიდორი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ს/კ არაჟანი
- 1 ს/კ კეტჩუპი
- 70 გრ ხმელი ყველი
- 1 კვერცხი
- 30 მლ რძე
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ქათმის ფილე წინასწარ მოხარშეთ. სოუსად არაჟანი და კეტჩუპი გამოიყენება, მაგრამ სურვილისამებრ ნებისმიერი სხვა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2. მოხარშული ქათმის ფილე, პომიდორი და ყველი თხლად დაჭერით, ოხრახუში დაჭერით. არაჟანი და კეტჩუპი აურიეთ.
3. ლავაში გრძელ, 15 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. სწორ ზედაპირზე გაშალეთ, კუთხეში კვადრატი ვიზუალურად გამოყავით და სოუსი წაუსვით. ქათმის ფილეს ნაჭრები სამკუთხედურად დაადეთ.
4. მთელ კვადრატს დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.
5. ზემოდან ქათამს პომიდორი და ყველი დაადეთ.
6. სამკუთხედს შიგთავსით სოუს წასმული ლავაშის ბოლო დააფარეთ.
7. ჯერ გვერდზე გადაკეცეთ.
8. შემდეგ მაღლა.
9. დარჩენილი ბოლოებით შიგთავსი დახურეთ. გამოგივათ სამკუთხედი, რომლის შიგთავსიც შიგნით საიმედოდ დამალულია.
10. კვერცხი და რძე ათქვიფეთ და ბრტელ თეფშზე გადაიტანეთ. ასე უფრო მოსახერხებალი იქნება, რადგან სამუშო ნაწილები დიდია. ყველა მხრიდან კვერცხში ამოავლეთ.
11. გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე შეწითლებამდე შეწვით. შიგთავსი უნდა შეიწვას.
12. ლავაშის წასახემსებელი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!