ეს რეცეპტი უსწრაფესად მგამზადებინებთ უგემრიელეს რულეტს. შეგიძლიათ შიგთავსი შეცვალოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გემოვნებით.
ინგრედიენტები
- ლავაში 3 ცალი
- ყველი 200გ
- კიტრი 3 ცალი
- კორეული სტაფილო 300გ
- სალათის ფურცელი
- კამა
- მაიონეზი 400გ
- მდოგვი 2 ჩაის კოვზი
- თაფლი 2 ჩაის კოვზი
- კეჩუპი 4 სუფრის კოვზი
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- მაიონეზს დაუმატეთ მდოგვი, თაფლი, კეჩუპი და წიწაკა.
- სამუშაო მაგიდას გადააფარეთ ქაღალდი და მოათავსეთ ლავაში. მოაყარეთ ყველი და ზემოდან გადააფარეთ ლავაში.
- წაუსვით სოუსი, მოაყარეთ სალათის ფურცელი და კამა. დააფარეთ ლავაშის მესამე ფენა. წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ შიგთავსი.
- დაახვიეთ რულეტისებურად.
გემრიელად მიირთვით!