ლავაშისგან მომზადებული “ნაპოლეონი” ზარმაცებისთვის

2391

რთულია, იპოვოთ “ნაპოლეონის” მომზადების ამაზე იოლი ხერხი. მაღალი, ნაზი და რძიანი კრემით – აღფრთოვანებული დარჩებით ამ ნამცხვრით. დატკბებით გემოთ და ფიგურასაც ზიანს არ მიაყენებთ.

მაშ ასე: სწრაფი, გემრიელი და დიეტური. რას უნდა უმადლოდეს ზარმაცი “ნაპოლეონი” ასეთი ოდენობით ეპითეტებს? თხელ ლავაშს ბევრი რამ შეუძლია. თუ არც იცი, ვერც მიხვდები, რომ ეს შესანიშნავი ნამცხვარი კლასიკური რეცეპტით არ არის მომზადებული. მთავარია – არაფრის გამოცხობა არ არის საჭირო.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ლავაში
  • 500 მლ რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. სახამებელი

მომზადება

1. მოათავსეთ ლავაშის ფენები ზედაპირზე. დაჭერით მართკუთხედებად. თეფშის მეშვეობით ამოჭერით წრეები. გამოაშრეთ ფენები ტაფაზე, ეცადეთ არ დახიოთ. შემდეგ გააცივეთ.

2. მოამზადეთ კრემი. შეურიეთ კვერცხი და შაქარი, კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და სახამებელი. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით რძე და კვლავ კარგად ათქვიფეთ.

3. დადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ შესქელდება. მოხსენით ცეცხლიდან, ოდნავ გააცივეთ, დაუმატეთ კარაქი. მოურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

4. ფართო თეფშზე ააწყვეთ ნამცხვარი. წაუსვით ყოველ ფენას კრემი, 2-3 ფენა დაფშვენით და მოაყარეთ მზა ნამცხვარს.

5. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში, შემდეგ შედგით მაცივარში მთელი ღამით.

დილით კი უკვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი “ნაპოლეონით” ჩაისთან ერთად. შეინახეთ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს!