ჩემი დიდი ბებია საკმაოდ ცნობილი მზარეული და კულინარი იყო. კარგად მახსოვს, როგორ გვანებივრებდა ის შვილიშვილებს სხვადასხვა გემრიელი და საოცრად არომატული კერძებითა და დელიკატესებით. ხორცის პოლონური პეროგი – კერძი, რომლითაც ბებია ძალიან ხშირად გვიმასპინძლდებოდა. სიმართლე გითხრათ, ახლაც მახსოვს ის საოცარი გემო და არომატი, რომელიც ხორცის პეროგისთვის იყო დამახასიათებელი.
ეს საოცარი რეცეპტი ჩემს ოჯახში თაობიდან თაობებს გადაეცემა და როგორც ჩანს, ახლა სწორედ ჩემი დრო დადგა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველა კერძი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის, თუმცა არსი უცვლელი რჩება – ხორცის პოლონური პეროგი ყოველთვის ძალიან გემრიელი და არომატულია!
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ხორცის პეროგის დამზადების რეცეპტსა და დეტალურ ინსტრუქციას. როდესაც ამ კერძს თავად დააგემოვნებთ, პირობას გაძლევთ, მისი არომატითა და გემოთი აუცილებლად მოხიბლული დარჩებით.
პოლონური პეროგი
ინგრედიეტები ცომისთვის:
- 100 გრამი მაიონეზი
- 100 გრამი კეფირი
- 2 კვერცხი
- ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
- 180 გრამი ფქვილი
შიგთავსი:
- 250 გრამი კრაკოვის ძეხვი
- 150 გრამი თეთრი დაკონსერვებული ლობიო
- 100 გრამი ყველი
- 100 გრამი ზეთისხილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მწვანილები თქვენი გემოვნების მიხედვით
მომზადება:
1. პირველ რიგში, გაამზადეთ შიგთავსი პეროგისთვის. ყველი და ძეხვი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
2. დააქუცმაცეთ ზეთისხილი და თქვენ მიერ შერჩეული მწვანილები.
3. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში, დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი.
4. შიგთავსი მზად არის. ახლა უკვე ის დროა, ცომის დამზადებას შევუდგეთ. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, მაიონეზი და კეფირი. კარგად ათქვიფეთ.
5. ათქვეფილ მასაში ჩაამატეთ ფქვილი, სოდა და კარგად ამოურიეთ.
6. როდესაც ცომი ამოსვლას დაიწყებს, ჩაამატეთ მასში თეთრი ლობიო და გამზადებული შიგთავსი. კიდევ ერთხელ ყველაფერს კარგად ამოურიეთ.
7. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, მოათავსეთ მასში პეროგი და შედგით წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთით.
8. ხორცის უგემრიელესი პეროგი მზად არის!
არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ დელიკატესის მიმართ გულგრილი დარჩება. თავად ცადეთ მისი მომზადება და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. აუიცლებლად ჩაინიშნეთ სტატია და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ბედნიერებას!