ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც წლის ნებიმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ. გემრიელი, ნოყიერი და მარტივია!
ინგრედიენტები
- კომბოსტო 450-500გ
- ხახვი 1 ცალი
- კარტოფილი 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- ბულგარული წიწაკა ცალი
- მარილი, წიწაკა, ნიორი
სოუსისთვის
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 150-160გ
- რძე 180-200მლ
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- ფქვილი 2,5-3 სუფრის კოვზი
- მარილი, წიწაკა, პაპრიკა, მწვანილი
- ყველი 80-100გ
მომზადება
- დაჭერით ხახვი, კარტოფილი და ბულგარული წიწაკა. დააქუცმაცეთ კომბოსტო, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
- მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და შეწვით რამდენიმე წუთი.
- დაუმატეთ კომბოსტო, სტაფილო და წიწაკა. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე.
- მოაყარეთ წიწაკა, მარილი, მშრალი ნიორი და მოურიეთ. დაელოდეთ გაგრილებას.
- მოვამზადოთ სოუსი: კვერცხს დაუმატეთ რძე, არაჟანი და ზეთი. მოაყარეთ ფქვილი, დაქუცმაცებული მწვანილი, მარილი, წიწაკა და პაპრიკა.
- სოუსი მოასხით კომბოსტოს, მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში.
- გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე 30-35 წუთი. მოაყარეთ ყველი, პაპრიკა და გამოაცხვეთ დამატებით 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!