დღეს ჩვენ განვიხილავთ კომბოსტოს და ჭარხლის მწნილის სწრაფ რეცეპტს. მწნილები ძალიან მიყვარს, მაგიდაზე მათ დიდ უპირატესობას ვანიჭებ.
ინგრედიენტები
- 900გ კომბოსტო
- ჭარხალი
- ვაშლი
- 6 კბილი ნიორი
- 120მლ ვაშლის ძმარი
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი მარილი
- დაფნის ფოთოლი
- წიწაკა
- 700მლ წყალი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ მარინადი: ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაფნა და სურნელოვანი წიწაკა. წამოადუღეთ მასა და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. ჩაასხით ვაშლის ძმარი.
2.წვრილად დაჭერით ნიორი, გაასუფთავეთ ვაშლი. გახეხეთ ჭარხალი და დაჭერით კომბოსტო.
3.ქილაში გააერთიანეთ ბოსტნეული.
1 ფენა კომბოსტო
2 ფენა ჭარხალი
3 ფენა ვაშლი
ამ თანმიმდევრობის მიხედვით აავსეთ ქილა.
4.ჩაასხით მარინადი. დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ 12 საათი. მოასხით ზეთი და მიირთვით.
კომბოსტო იქნება ხრაშუნა და ხასხასა. ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება ეს მწნილი, ამიტომაც მისი მომზადება მიხარია.
გემრიელად მიირთვით!