კლასიკური საქონლის ხორცის გულიაში – პიურესთან, ბარდის ფაფასთან ან მაკარონთან

2634

გახსოვთ, ძველ დროს სასადილოებში რა გემრიელად გვაჭმევდნენ? ვიტამინებით სავსე სალათი, კოტლეტები და პიურე, კომპოტი და არომატული გულიაში ხავერდოვან სოუსში. დღეს ჩვენ ვეცდებით გავიმეოროთ ეს დროით გამოცდილი რეცეპტი და შემოგთავაზებთ უგემრიელესი გულიაშის რეცეპტს.

ნოყიერი გულიაში უბრალოდ შექმნილია წიწიბურის ფაფისთვის, პიურესთვის, მაკარონისთვის ან ბოსტნეულის სალათისთვის. აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 900 გრ საქონლის ხორცი
  • 400 მლ ხორცის ბულიონი
  • 4 ჭიქა წყალი
  • 1 ს.კ. ტომატის სოუსი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. ქონი
  • ზეთი გემოვნებით
  • 1 მწ შაქარი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • შავი პილპილის კაკლები გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხორცი კუბებად და შეწვით ზეთში. გადაიტანეთ სქელძირიან ტაფაზე.

2. იმავე ზეთში შეწვით დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ მწიკვი შაქარი. დაუმატეთ ხორცში, მოაყარეთ პილპილი.

3. დაასხით წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 40-50 წთ.

4. დაადნეთ ქონი, დაუმატეთ ფქვილი, მოამზადეთ სანამ მასა არ დამუქდება. დაასხით ნახევარი ბულიონი და მოურიეთ.

5. მიღებული სოუსი დაასხით ხორცს და მოურიეთ. დაამატეთ პილპილის კაკლები, დაფნის ფოთოლი, ტომატი და მარილი. მოამზადეთ კიდევ 25-30 წთ განმავლობაში.

მზა კერძი მიირთვით პიურესთან, სალათთან, ბრინჯთან – მოკლედ, გარნირის არჩევანი დიდია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!