ჩემი პირადი აზრი: ფრანგული სამზარეულოს ყველაზე გემრიელი დესერტი კრემ-ბრულეა! ხომ გაგიგიათ: “ყველაფერი გენიალური მარტივია”-ო, ეს ამ რეცეპტსაც ეხება.
ინგრედიენტები:
- 1 ვანილის ჩხირი
- 2 ფინჯანი (500 მლ) მაღალპროცენტიანი ნაღები
- 5 დიდი კვერცხის გული
- 100 გ შაქარი
- 100 გ დემერარას შაქარი
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე. აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
- 125 მლ მოცულობის ექვს ყალიბს წაუსვით ცხიმი.
- ნაღებს დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული. დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- გადმოიღეთ ცეცხლიდან და დადგით 1 საათით.
- კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, რომ კრემის სისქისა გახდეს.
- ნელ-ნელა დაასხით ნაღები გოგლიმოგლს, ურიეთ ხის კოვზით, მიღებული ერთგვაროვანი მასა გაწურეთ და ყალიბებში ჩაასხით.
- ღრმა საცხობ ტაფაში ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ კრემ-ბრიულეს ყალიბებს შუამდე მოადგეს.
- აცხვეთ 35-40 წუთი. გამომცხვარ ნუგბარს შუაგული რბილი უნდა დარჩეს.
- ყალიბები ამოიღეთ და გასაგრილებლად 1 საათით დადგით ოთახის ტემპტერატურზე. დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში 6 საათით მაინც.
- სუფრაზე მიტანის წინ კრემ-ბრიულეს თავზე თანაბრად მოაყარეთ დემერარას შაქარი, გვერდები შეუსწორეთ. მობრაწეთ მოსაბრაწით ან ყალიბი ჩადგით ცივწყლიან ტაფაში და 3-5 წუთის განმავლობაში დატოვეთ გახურებულ გრილის ქვეშ, ვიდრე შაქარი კარამელად არ იქცევა.
- სუფრაზე მიიტანეთ მომზადებისთანავე ან მაცივარში გააცივეთ და მოგვიანებით მიირთვით.