კიტრის და წიწაკის სალათი ზამთრისთვის: როგორ მოვხუფოთ წვნიანი ბოსტნეული ხარშვის გარეშე

867

კიტრის, ტკბილი წიწაკის და სტაფილოს კორეული ფერადი სალათი – ზაფხული ქილაში! ცოტა მზის სხივი ზამთრისთვის მოხუფეთ. ამ რეცეპტით მომზადებულ წვნიან საზაფხულო კერძს ნებისმიერ დროს მიირთმევთ. ხრაშუნა ბოსტნეული და ნივრის მსუბუქი არომატი წარმოიდგინეთ და მომზადება დაიწყეთ.

სალათის დაკონსერვება მარტივია. მთავარია, რომ რეცეპტი ზუსტად დაიცვათ. ბოსტნეულის ტკბილ–მჟავე გემო თქვენს გულს მოიგებს! ასეთ კონსერვს ყოველ წელს მოამზადებთ. შევამოწმოთ?

როგორ მოვხუფოთ კიტრის და წიწაკის სალათი ზამთრისთვის

თუ ბოსტნეულისგან გამოსული წვენი ქილებს საკმარისად ვერ ავსებს, პატარა ხრიკი გამოიყენეთ. წყალს მარილი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული სითხე სალათს დაასხით, რომ შენახვისას არ გაფუჭდეს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ კიტრი
  • 250 გ სტაფილო
  • 250 გ ბულგარული წიწაკა
  • 250 გ ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 30 გ მარილი
  • 50 გ შაქარი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 50 მლ ძმარი
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა (დაფქული)

მომზადების წესი:

1. კიტრი კარგად გარეცხეთ. 3-4 მმ სისქის რგოლებად დაჭერით.

2. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ და ზოლებად დაჭერით.

3. ხახვი გაასუფთავეთ. მეოთხედ რგოლებად დაჭერით.

4. სტაფილო გარეცხეთ და გათალეთ. წვრილად გახეხეთ. ბოსტნეულს აურიეთ.

5. ნიორი პრესში გაატარეთ. ნიორი, მარილი და შაქარი ბოსტნეულს დაუმატეთ.

6. მზესუმზირის ზეთი და ძმარი (9%) დაასხით. დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ და ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

7. სალათი ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათით გააჩერეთ. ამ დროში ორჯერ აურიეთ.

8. ბოსტნეული სუფთა ქილებში გადაანაწილეთ. ბოსტნეულისვე წვენი დაასხით. თავსახურები დააფარეთ.

9. ქვაბის ძირს პირსახოცი დააფინეთ. ქილები ჩადეთ და წყალი დაასხით. ადუღების შემდეგ 30 წუთით გაასტერილეთ.

10. ქილები მოხუფეთ. ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ქილების გადაბრუნება და შეფუთვა საჭირო არაა. კორეულ სტილში მომზადებული ბოსტნეულის სალათი მზადაა.