თუ ოცნებობ, ისწავლო ნამცხვრების ლამაზად გაფორმება , სცადე ეს კრემი! მისი რეცეპტი ჩემმა ახლობელმა მომაწოდა, რომელიც კარგ რესტორანში უკვე 15 წელია კონდიტრად მუშაობს.
ცილის კრემი „სველი ბეზე“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს საოცარი გემობრივი თვისებების წყალობით. მომზადება კი ძალიან ადვილია.
ნამცხვარზე კრემის წასმისას ის მსუბუქი ქერქით იფარება, შიგნიდან კი რბილი რჩება, ამიტომაც ეწოდება მას „სველი ბეზე“. დღეს “გასტრონომია“ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ მარტივი და გემრიელი ცილის კრემი.
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- ¼ ჩ.კ. ლიმონის მჟავა
მომზადება
1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული გადადეთ სხვა კერძებისთვის, ცილა კი ოდნავ ათქვიფეთ მიქსერით.
2. მოამზადეთ ორთქლის აბაზანა: დადგით ქვაბით წყალი. სანამ ადუღდება, ცილაში დაამატეთ შაქარი, ლიმონის მჟავა და ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
3. დადგით ორთქლის აბაზანაზე და კიდევ 15 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ. მასა ფაფუკი და ქათქათა უნდა გამოვიდეს.
4. შემდეგ მოხსენით ქვაბიდან და კიდევ 3-4 წუთი თქვიფეთ.
ესეც ასე, კრემი მზადაა. შეგიძლიათ მორთოთ ნებისმიერი ნამცხვარი. სურვილისამებრ, შეაფერადეთ საკვების საღებავით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!