კვერცხის და სტაფილოს სალათის რეცეპტი

1819

რა უნდა მოიმოქმედოთ ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც ვახშმის მოსამზადებლად არ გაქვთ ძალა, მაგრამ ვახშამი მაინც არავინ გადადო? ვარიანტი პირველი: მოამზადეთ რაიმე ნოყიერი, გემრიელი და დაბალკალორიული. ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? სულაც არა, და ამაში სულ მალე დაგარწმუნებთ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი სალათი სტაფილოსგან, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ წასახემსებლად.

სალათი სტაფილოსგან და კვერცხისგან

წვნიან, საკმაოდ ნოყიერ და გემრიელ სალათს სტაფილოსგან, ჩემს ოჯახში “სტაფილოს ტკბილეულს” უწოდებენ. ამის მიზეზი კი ერთი პატარა ხრიკია, რომელსაც მისი მომზადების დროს ვიყენებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც სტაფილო
  • 2-3 ც კვერცხი
  • 2 ჩ.კ. სიმინდის მდოგვი
  • 2-3 ს.კ. სქელი იოგურტი ან არაჟანი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ.კ შაქარი
  • 1 ს.კ. დაჭრილი კამა
  • სანელებელი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოაცილეთ კანი სტაფილოს და კარგად გარეცხეთ, შეფუთეთ სტაფილო საკვებ პერგამენტში ისე, როგორც ტკბილეული.

2. შედგით სტაფილო მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 5 წუთით. იგი არ უნდა იყოს ძალიან რბილი და მოხარშული.

3. ფრთხილად ამოიღეთ ბოსტნეული ცხელი პერგამენტიდან.

4. სანამ სტაფილო გაცივდება, მოხარშეთ კვერცხი, ხოლო სანამ კვერცხი მოიხარშება, მდოგვი, იოგურტი, მარილი, შაქარი, სანელებლები და ლიმონის წვენი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

5. მოხარშულ კვერცხს გააცალეთ კანი, შემდეგ დაჭერით 8 ნაწილად, სტაფილო კი რგოლებად. ფრთხილად შეურიეთ კვერცხი მიღებულ მასას, ისე, რომ კვერცხის ცილა და გული არ განცალკევდეს, შემდეგ კი დუმატეთ სტაფილო.

6. სანამ სალათს მიირთმევთ მოაყარეთ ზემოდან დაფქული შავი პილპილი, კამა ან ნებისმიერი სხვა მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, მარტივი და გემრიელი სალათის მომზადება ძალიან მარტივია. სტაფილო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, იგი მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით, ხოლო კვერცხი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებს.

თუ სტაფილოს სალათის ეს რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ იგი მეგობრებს!