კექსი ინგლისურად შოკოლადით და პუდინგით

295

ინგლისური სამზარეულო ყოველთვის მომწონდა. ბრიტანელი დიასახლისები მარტივი ინგრედიენტებიდან ძირითადი კერძების, წასახემსებლების და დესერტების მომზადებას ახერხებენ. ავიღოთ მაგალითად ტრადიციული ინგლისური საუზმე, თევზი კარტოფილით, „მწყემსის პეროგი“ და კექსი ინგლისურად. მარტივი, სწრაფი და გემრიელი.

სწორედ ამიტომ, შოკოლადის კექსს მიზეზით ან უმიზეზოდ ხშირად ვაცხობ. მარტივ ცომეულს ცომის მხოლოდ ერთხელ მორევა სჭირდება. უბრალოდ ყველა პროდუქტი აურიეთ, ცომი ფორმაში ჩაასხით და დანარჩენი საქმე ღუმელს მიანდეთ. ჰაეროვანი, ნაზი და რბილი გამოდის, სასიამოვნო ვანილის არომატით.

როგორ მოვამზადოთ კექსი ინგლისურად შოკოლადით და პუდინგით

ინგლისური კექსის რეცეპტში ვანილის პუდინგია მითითებული. თუ ასეთი არ გაქვთ ან ვერ იპოვეთ, ჩვეულებრივი სახამებლის და ვანილის ნარევით ჩაანაცვლეთ. უსუნო მზესუმზირის ზეთი გამოიყენეთ, რომ დესერტის გემოზე გავლენა არ მოახდინოს. გარდა ამისა, მინიმუმ 2,5%–იანი რძე გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 70 გ შავი შოკოლადი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • მანანის ბურღული გემოვნებით
  • 150 გ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 40 გ ვანილის პუდინგი
  • 3 კვერცხი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მზესუმზირის ზეთი და რძე ჩაასხით, ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. ფქვილი, ვანილის პუდინგი, მარილი და გამაფხვიერებელი კვერცხის ნარევს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

3. შოკოლადი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ცომს დაუმატეთ.

4. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და მანანის ბურღული მოაყარეთ. ცომი ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელში 170 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ.

გახსოვდეთ, რომ კექსის ცხობის დრო კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება განსხვავდებოდეს. ეს ინგრედიენტების თავისებურებაზე, ღუმელის მუშაობასა და ფორმის ზომაზეა დამოკიდებული. ნაწარმის მზაობას დააკვირდით. მოწითალო უნდა იყოს, ხის ჩხირი – მშრალი.