გარგრის ჩირი შესანიშნავად ავსებს ღვეზელებს, ხორცს, ხაჭოსა და იოგურტის დესერტებს. ეს გახლავთ ნამდვილად მეფური პროდუქტი. გთავაზობთ, დააგემოვნოთ არაჟნის კექსი გარგარის ჩირით, რომელიც ზამთრის უჟმურ ამინდში ნებისმიერ ანტიდეპრესანტებზე უკეთ მოქმედებს.
უნაზესი კექსის მოსამზადებლად სულ ცოტა რამაა საჭირო: სულ რაღაც ორი ინგრედიენტი და 40 წუთი. მაშ ასე, შევუდგეთ მომზადებას!
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა გარგრის ჩირი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 200 გრამი არაჟანი
- 2 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ს.კ. კარაქი
- შაქრის პუდრი გემოვნებით
მომზადება
1. დაასხით გარგრის ჩირს მდუღარე წყალი და დატოვეთ 15 წუთით.
2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ არაჟანი, ფქვილი და მოურიეთ.
3. დაწურეთ ჩირი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. დაუმატეთ ცომს.
4. წაუსვით კექსის საცხობ ფორმას კარაქი, ჩაასხით ცომი, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.
5. ამოიღეთ კექსი ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით!
მიირთვით კექსი ჩაისთან, ნატურალურ იოგურტთან ან კეფირთან. ასიამოვნეთ ოჯახის წევრები შესანიშნავი დესერტით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!