კეფირის ცომისგან მომზადებული უგემრიელესი ღვეზელი კენკრით: წარმოუდგენელი სიამოვნება

1412

ძველი რეცეპტებით მომზადებული კერძები მუდამ გემრიელია. ყველა ჩვენგანს აქვს ბავშვობის ტკბილი მოგონებები, როცა ბებიას ნახელავს სიამოვნებით მივირთმევდით.

„გასტრონომიას“ რედაქცია ღვეზელების ამ რეცეპტს სწორედ ისეთის კატეგორიას მიაკუთვნებს, რომელსაც „დედის“, „ბებიის“, „ოჯახურს“ უწოდებენ. ცომი მარტივია, და სწორედ ამაშია მისი ხიბლი – დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. გირჩევთ, არ გამოიყენოთ დიდი ოდენობით ფქვილი, ცმი თაფლის კონსისტენციის უნდა იყოს. სწორედ ამაშია მისი საიდუმლო. უბრალოდ, დამუშავებისას მოაყარეთ ფქვილი, რათა ხელებზე არ მიგეკროთ.

ინგრედიენტები

  • 400 მლ კეფირი
  • 1,5-2 ჭიქა შაქარი
  • 350-400 გრ ფქვილი
  • 400 გრ კენკრა
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. ცომისთვის უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი კენკრის გარდა. სქელი მასა გამოგივათ, მაგრამ არასაკმარისად მყარი რათა ხელით მოზილოთ.

2. ერთ მუჭაში აიღეთ ფქვილი, გადმოიღეთ 1 ს.კ. ცომი, ცენტრში მოათავსეთ კენკრა. მეორე ხელის თითებით დაამაგრეთ ცომი და მოუჭირეთ. გადაიტანეთ ზეთიან გახურებულ ტაფაზე.

3. გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში, დააფარეთ თავსახური. მზა ღვეზელები დაალაგეთ ქაღალდზე, ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს. შემდეგ ჩაალაგეთ თავსახურიან ქვაბში.

მოცემული რაოდენობიდან დაახლოებით 12-14 ცალი ღვეზელი გამოვა. ყველაზე გემრიელი ცხელ მდგომარეობაშია, რძესთან ან კეფირთან. გვერწმუნეთ, გაცივებას ვერ მოასწრებს. ჩვენ გაგიზიარეთ ეს რეცეპტი – თქვენ კი სოციალურ ქსელებში და მეგობრებს გაუზიარეთ!