Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებული ყველიანი კვერების რეცეპტს, რომელიც წარმოუდგენლად გემრიელია. კვერები მწვანილის ხასხასა გემოთი ნებისმიერ კერძს უხდება.
ინგრედიენტები:
- 300 მლ თბილი ცხიმიანი კეფირი
- 1 ჩ/კ მარილი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- 1 კვერცხის გული
- მწვანე ხახვი, კამა
- 400 გრ ფქვილი
- 30 მლ მცენარეული ზეთი
- შიგთავსი
- 100 გრ ხაჭო
- 220 გრ ყველი
- კვერცხის ცილა
- მარილი
მომზადების წესი:
- ამ რაოდენობის პროდუქტებიდან 6 კვერი გამოვა. სწორედ ამიტომ, მეტი ინგრედიენტი გამოიყენეთ – ძალიან გემრიელი გამოდის.
- თბილ კეფირს კვერცხის გული, მარილი, სოდა, წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. აურიეთ.
- გაცრილი ფქვილი მოაყარეთ და სქელი ცომი მოზილეთ. 20 წუთით თავდახურული გააჩერეთ.
- გახეხილ ყველს ხაჭოს და კვერცხის ცილა აურიეთ. თუ მარილიან ყველს იყენებთ, მარილი აღარ დაუმატოთ.
- ცომი 6 ნაწილად გაყავით, დაამრგვალეთ, პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
- თხელ კვერებად გააბრტყელეთ და შუაში შიგთავსი დაუმატეთ. კუთხეები შეკარით და გააბრტყელეთ.
- მშრალ ტაფაზე, თავსახურის ქვეშ კვერი ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. სუსტ ცეცხლზე შეწვით, რომ კვერები არ დაიწვას.
- მზა კვერს კარაქი წაუსვით. ასე კვერი რბილი და არომატული გახდება.
- შესანიშნავი წასახემსებელი და სწრაფი კერძი გამოვა, რომელიც შეგიძლიათ პიკნიკზე, სასეირნოდ ან გზაზე წაიღოთ.