კეფირზე მომზადებული მოცხარის კექსის რეცეპტი

1434

როდესაც ზაფხული არ გახარებთ მზიანი, თბილი დღეებით, ხასიათიც გიფუჭდებათ. მუშაობის სურვილს კარგავთ და გსურთ მთელი შაბათ-კვირა საწოლში გაატაროთ. მაგრამ რაში გამოგადგებათ ეს ყოველივე?

ასეთ დღეებში უმჯობესია არომატული ნამცხვარი გამოაცხოთ და თქვენივე ნახელავით პირი ჩაიტკბარუნოთ. ჩვენ თქვენთვის უკვე მოვამზადეთ მარტივი, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი კექსის რეცეპტი მოცხარით. ეს ჰაეროვანი დესერტი და ფინჯანი ჩაი ნებისმიერ ცივ და უფერულ დღეს გააფერადებს და პოზიტივით აგავსებთ.

კექსი მოცხარით

ინგრედიენტები

  • 150 მლ კეფირი
  • 125 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 გრ შავი მოცხარი
  • 250 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში შეურიეთ ერთმანეთს გამდნარი კარაქი და შაქარი.

2. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, კეფირი და კარგად მოურიეთ.

3. ახლა კი გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და თანდათან დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიეტს.

4. გარეცხეთ და გააშრეთ მოცხარი. აუცილებლად აარჩიეთ უდეფექტო, უნაკლო კენკრა.

5. იმისათვის, რომ მოცხარი კექსის ფსკერზე არ მოგროვდეს, ამოავლეთ კენკრა ფქვილში, შემდეგ კი დაუმატეთ ცომს და მოურიეთ.

6. მოათავსეთ კექსი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 1 საათითა და 20 წუთით. თუ კექსს პატარა ზომის ფორმებში მოამზადებთ, ცხობის დრო 20-30 წუთით შემცირდება.

შეამოწმეთ კექსი გამოცხვა თუ არა. ჩაარჭეთ კბილის ჩხირი კექსში, თუ იგი მშრალია, ესე იგი კექსი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!