კენკრის ნაყინი-შტოშისა და მარწყვის ნარევი, მართლაც საოცრებაა.

830

რა ჯობია ცხელ ამინდში ცივ დესერტს? სახლში მომზადებულ კენკრის ნაყინს ნამდვილად არაფერი ჯობია.

შტოშისა და მარწყვის ნარევი, მართლაც საოცრებაა. ნაღების დამატების შემდეგ, სიმჟავე სასიამოვნოდ იგრძნობა.

მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • მარწყვი 200გ
  • შტოში 50გ
  • მარწყვის სიროპი 40მლ
  • ნაღები 200მლ
  • კეფირი 120მლ
  • შაქარი 100გ

მომზადება

1.გარეცხეთ კენკრა, გაასუფთავეთ მარწყვი. დააბლენდერეთ შტოში, მარწყვი და შაქარი.

2.დაუმატეთ სიროპი, ცხიმიანი ნაღები (20%) და კეფირი. ისევ ათქვიფეთ.

3.მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში. მოათავსეთ საყინულეში 6-8 საათი.

გემრიელად მიირთვით!