ძალიან ბევრი დესერტის მომზადება ვცადე. მინდოდა იდეალური თხელი ცომი მომემზადებინა. ამ მეთოდით მომზადებული ცომი იდეალურია ტკბილი გულსართისთვის.
ინგრედიენტები
- 300გ შავი მოცხარი
- 200გ ფქვილი
- 140გ შაქარი + 1 სუფრის კოვზი
- 100მლ რძე (9 უფრის კოვზი)
- 9 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 2 ცალი ქათმის კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი სახამებელი
- 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- მარილი
მომზადება
- ჯამში ჩაყარეთ 140გ შაქარი, ჩატეხეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
- კვერცხის მასას დაუმატეთ ზეთი, რძე, მარილი და გააგრძელეთ თქვეფა. ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და ისევ ათქვიფთ.
- უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი ცომი. ვანილი დაუმატეთ სურვილისამებრ.
- გაყინული შავი მოცხარი მოათვსეთ ფორმაში, მოაყარეთ შაქარი, სახამებელი და მოურიეთ, კენკრა შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით.
- კენკრას მოასხით ცომი, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
- მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. მზა დესერტი 10 წუთი დატოვეთ მაგიდაზე.
- ფრთხილად გადმოიტანეთ ფორმიდან.
- თუ ცოტა კენკრა ფორმაზე დარჩება არ არის სანერვიულო. მოაშორეთ და გადაანაწილეთ ნამცხვარზე.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
- ნამცხვარი გამოდის ძალიან ფაფუკი, არომატული და გემრიელი. ტკბილი ცომი, მჟავე კენკრა – საუკეთესო დუეტია.
გემრიელად მიირთვით!