მდინარის თევზი პროფესიონალ კულინარებში ფასობს მდიდარი გემოსა და არომატის გამო, ამიტომ კარჩხანა მათი ინგრედიენტების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. დიასახლისების უმეტესობას წვრილი ძვლები აშინებს, რომლებმაც ყველაზე გემრიელი კერძიც შეიძლება გააფუჭოს. „გასტრონომიას“ რედაქციამ იცის, თუ როგორ მოაცილოთ ისინი 1 წუთზე ნაკლებ დროში. დღეიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ უგემრიელესი თევზით!
ინგრედიენტები
- 5 ც კარჩხანა
- 0,5 ლიმონი
- 100 გრ საფანელი
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევსი ფხებისა და შიგნეულობისგან.
- ახლა კი მთავარი: გააკეთეთ ღრმა ჭრილები მთელ ფართობზე ორივე მხრიდან. ჭრილები შეიძლება რომბის მაგვარი ამ პარალელური იყოს, მაგრამ აუცილებლად ღრმა, ხერხემლამდე. ეს საშუალებას მისცემს ძვლებს კარგად შეიწვას და დადნეს.
- ამოავლეთ თევზი საფანელში და შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ზეთში 5-7 წუთი ორივე მხრიდან.
- მოასხით ლიმონის წვენი, მორთეთ თევზი მწვანილით სურვილისამებრ, მაგალითად, მწვანე ხახვით.
ამ ნიუანსის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის. გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და რეცეპტი, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.