კარტოფილი ბეკონში: დაუვიწყარი გემო!

622

ძალიან ნოყიერი და გემიელი კარტოფილი ბეკონში ნამდვილად გასახელებთ სავახშმოდ შეკრებილ ოჯახის წევრებთან. ყველასათვის საყვარელი კარტოფილის ახალი ვარიაცია ნამდვილად საინტერესო და გემრიელია. რათქმაუნდა სწრაფად და მარტივად მზადდება.

კარტოფილისგან უამრავი კერძი მზადდება, შესაბამისად რეცეპტებიც ძალიან ბევრია. ყველა განსხვავებულად ამზადებს, მაგალითად: ზოგი თლის და უმად იყენებს, ზოგიც კი ხარშავს. მე გადავწყვიტე ქერქიანად მომეხარშა და შემდეგ გამომეცხო ღუმელში ბეკონთან ერთად.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი საშუალო ზომის 1კგ
  • ბეკონი 300გ
  • არაჟანი 22%
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში ან კამა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი 3 კბილი

მომზადება

  1. გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ ქერქიანად. მთავარია არ გადახარშოთ, რადგან კარტოფილი გახდება ფშვნადი და ძალიან გაგვიჭირდება მასთან მუშაობა. ფრთხილად გადაასხით ცხელი წყალი და დაასხით ცივი. გაასუფთავეთ და გადაიტანეთ სუფთა ჯამში.
  2. საცხობ ფორმად აარჩიეთ კედლებიანი ფორმა.
  3. შებოლილი ბეკონი დაჭერით გრძლად. კარტოფილის და ბეკონის სიმაღლე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, რათა მთლიანად შეძლოს ბეკონმა კარტოფილის დაფარვა.
  4. ახლა კი მოვამზაოდთ სოუსი. ცალკე ჯამში არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი, მწვანილი და ნიორი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  5. თითოეული კარტოფილი ამოავლეთ სოუსში ყველა მხრიდან. თითო-თითოდ ამოავლეთ კარტოფილები, რათა არ
    დაზიანდეს და არ დაკარგოს მთლიანობა. შემოახვით ბეკონი და კბილის წკირით დაამაგრეთ.
  6. ბეკონის ნაჭრები და კარტოფილი ერთი რაოდენობის უნდა იყოს.
  7. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
  8. უალკოჰოლო ლუდი ძალიან უხდება.

გემრიელად მიირთვით!