კარტოფილისგან მომზადებული კარბონარა, ძალიან გავს იტალიურ პასტას. განსხვავება ის არის რომ, ჩვენ ცომის ნაცვლად ვიყენებთ კარტოფილს.
დახვეწილი, მარტივი და ამავდროულად უგემრიელესი კერძი!
ინგრედიენტები
- კარტოფილი 500-600გ
- ბეკონი 100გ
- კვერცხი 5 ცალი
- ნიორი 2-3 კბილი
- ზეითუნის ზეთი 0,5 ჭიქა
- ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
- ქინძი
- პარმეზანი 50გ
- შავი წიწაკა
მომზადება
1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ კარტოფილი. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ ქერქშივე. მოხარშეთ 4 კვერცხი. ბეკონი დაჭერით კუბიკებად და შეწვით ტაფაზე.
2.მზა კარტოფილი გააგრილეთ და გათალეთ. დაჭერთ კუბიკებად. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ კვერცხი. ახლა კი დაიწყეთ სოუსის მზადება.
3.დააბლენდერეთ კვერცხის გული, 2 სუფირ სკოვზი ცივი წყალი და მარილი. მოასხით ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა.
4.დაუმატეთ ლიმონის წვენი და ნიორი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 7 წუთი. ათქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელ ერთგვაროვან მასას. სოუსს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
5.სასალათეში მოათავსეთ კარტოფილი, შემდეგ ბეკონი, კვერცხი და მოასხით სოუსი, მოურიეთ. მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!