კარტოფილის რულეტი ძეხვითა და ყველით

თუ მაცივარში გუშინდელი პიურე, ყველის ნაჭერი და ცოტაოდენი სალიამი მოგეპოვებათ, მაშინ ამ შესანიშნავი სამეულის პიკანტურ კერძად გადაქცევის შანსი გაქვთ. გაეცანით რეცეპტს, დღეს ხომ პიურესგან ლამაზი, უჩვეულო და უგემრიელესი კარტოფილის რულეტის მომზადებას გასწავლით, რომელიც თვქენი მენიუს სავიზიტო ბარათად იქცევა.

ინგრედიენტები

  • 1.5 კილოგრამი კარტოფილი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 150-200 გრამი სალიამი
  • 150 გრამი მაგარი ყველი
  • 1.5 ჩაის კოვზი ორეგანო
  • 1 ჩაის კოვზი ნიორის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ გასუფთავებული კარტოფილი, შემდეგ გააკეთეთ პიურე ან მზა პიურე გამოიყენეთ

2. პიურე შეაზავეთ მარილით, წიწაკით, დაუმატეთ ორეგანო, რეჰანი, ნიორის ფხვნილი, კვერცხი და ფქვილი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტს.

3. თხელ ნაჭრებად დაჭერით სალიამი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდან კი კარტოფილის პიურე გადაანაწილეთ.

4. წვრილად დაჭერით ან სახეხზე გახეხეთ ყველი და ის კარტოფილის პიურეს მოაყარეთ.

5. ახლა საჭიროა ფრთხილად შევახვიოთ რულეტი, შევფუთოთ საცხო პერგამენტში და 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 20 წუთით შედეთ. ყველი უნდა გადნეს, ხოლო პიურე კი კარგად გამოცხვეს.

6. მზა გემრიელობა მაგიდასთან მისატანად მზად არის. სურვილისამებრ ასეთ რულეტში შეგიძლიათ ახალი მწვანილი დაუმატოთ, მორთოთ პომიდვრის ნაჭრებით ან თქვენი საყვარელი სოუსი მოასხათ. კერძი ძალიან ნოყიერი და გემრიელია!

კარტოფილის რულეტი საოჯახო ვახშამზე ან საზეიმო სუფრისთვისაც შეგიძლიათ მოამზადოთ, დაუმატეთ კერძს სოკო, ბოსტნეული ან ხორციანი ფარში. ასეთი კერძი სტუმრებში ყოველთვის მოწენებით სარგებლობს.